წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური სოფლების: ღრელის, მინაძისა და ჭაჭარაქის მცხოვრებლებს შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო არსებულ საჭიროებს, მოსახლეობასთან ერთად განიხილა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში, აშენდა ორი ახალი საჯარო სკოლის შენობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო გზებს, მოეწყო მინი მოედნები და სკვერები.