არჩევნები 2025 - „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა
„ქართული ოცნება“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს პირადად გააცნო. ზაზა დიასამიძე იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2021 წლიდან იკავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას.
ადგილობრივებს ასევე წარუდგინეს ქობულეთის მერობის კანდიდატი, ირაკლი ცეცხლაძეც. ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2025 წლის მაისიდან დღემდე კი ასრულებს ქობულეთის მერის მოვალეობას.