არჩევნები 2025 - პოლიტიკური პარტიების შანსები
თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება – არჩევნებში მონაწილე პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ და საკუთარ გამარჯვებასაც აანონსებენ. განსხვავებულია „გირჩის“ მიდგომა. პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია და რეალურად ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიმდინარეობს – კონკრეტულად მასსა და „ლელო-გახარიების“ კანდიდატ ირაკლი კუპრაძეს შორის.
ოპოზიციას უშანსოს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას 64-ვე მუნიციპალიტეტში თავად მოიპოვებენ.