რატომ ვერ თანხმდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ორი პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე – გახარია-ხაზარაძის ალიანსის მხრიდან კახა კალაძის მოწინააღმდეგის ამ დრომდე არ დასახელებას მმართველი გუნდი ორ პარტიას შორის არსებული უთანხმოებით ხსნის. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერისა და მამუკა ხაზარაძის პარტიების შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან. თუმცა, ბრალდებებს უარყოფენ ადრესატები და გავრცელებული ცნობებს მმართველი გუნდს უკავშირებენ. ის, რომ მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამას ბერლინში მყოფ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრაც ადასტურებს. სანამ გაირკვევა მოახერხებს თუ არა ორი პარტია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას, დანარჩენი ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის ძიებაშია. სხვა არაერთ ინიციატივასთან ერთად განხილვის თემა „სტრატეგია აღმაშენებლის“ რვა პუნქტიანი გეგმაც ხდება.