არჩევნები 2025 - პოლიტიკური პარტიების გეგმები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. შესაბამისად, უკვე იკვეთება განსხვავებული სტრატეგიები და მოლოდინები. ოპოზიციის ნაწილში მთავარი ინტრიგა მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, რომელსაც კონკრეტული პარტიები საკუთარ მიღწევად მიიჩნევენ. სხვა ოპოზიციური ძალები კი ბევრად უფრო მასშტაბურ და ამბიციურ შედეგებზე საუბრობენ და გამარჯვებას აანონსებენ.
დანარჩენი პარტიებისთვის გამარჯვების გზა ქუჩის პროტესტზე გადის. უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები 4 ოქტომბერს მშვიდობიან დამხობას და მთავრობის გადაბარებას აპირებენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს – ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას ყველა მუნიციპალიტეტში თავად მოიპოვებენ.