არჩევნები 2025 - პოლიტიკური პარტიების გეგმები 

არჩევნების ბოიკოტირებისკენ, რვა ოპოზიციური პარტიის საერთო მოწოდებაც უშედეგო აღმოჩნდა. არაერთი ბრალდებისა და მწვავე კრიტიკის მიუხედავად, გახარია-ხაზარაძის ალიანსი გადაწყვეტილებას არც ამჯერად ცვლის და 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. დღეს ითქვა ისიც, რომ ყველას აქვს უფლება პოლიტიკური ბრძოლის ის გზა აირჩიოს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. რვა პარტიამ ადრესატებისგან უარი მიიღო ვიზალიბერალიზაციის საკითზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზეც. თბილისში საპროტესტო მსვლელობა 13 სექტემბერს იგეგმება, მიზანი ხელისუფლების იძულებაა,   ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოს. კიდევ ერთ აქციას კი უკვე 4 ოქტომბერს პოლიტიკაში დაბრუნებული მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე აანონსებს.

ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით მმართველი გუნდი ოპოზიციისგან ისევ დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.