დაახლოებით ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს მართავს, თუმცა, აქტიურ კამპანიას და პროგრამების წარდგენას პირველი სექტემბრიდან გეგმავენ. ამ დრომდე დაზუსტებით არ არის ცნობილი, არჩევნებში მონაწილე პარტიის, „გახარია საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია პირადად ჩაერთვება კამპანიაში, თუ, დისტანციურად გერმანიიდან განაგრძობს პარტიის მხარდაჭერას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა ბინადრობის უფლება გერმანიაში გიორგი გახარიამ, დღეს მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. ითქვა, რომ გიორგი გახარიას გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ერთ კვირაში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნებზე დამარცხდება.