არჩევნები 2025 - ოპოზიციის გეგმები 
მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრძელდება. მოახერხებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატებზე შეჯერებას, ისევ გაურკვეველია, ცნობილია, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. 
„ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კანდიდატის დასახელებას უახლოეს პერიოდში აანონსებენ. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი კი კვლავ ბოიკოტშია და აქციებისთვის ემზადება.
მმართველი გუნდის შეფასებით კი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ კანდიდატზე შეჯერდება ოპოზიცია, რადგან ოპონენტები მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულები არ არიან.