თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს ამ დრომდე აგრძელებს.
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კანდიდატის დასახელებას უახლოეს პერიოდში აანონსებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კონსულტაციებს ბერლინში პირადად გიორგი გახარიასთან მართავს. ის ოპოზიციური პარტიები კი, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, პროცესს ფარსს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილე პარტიები. მმართველი გუნდის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კანდიდატზე შეჯერდება ოპოზიცია, რადგან ისინი მოსახლეობის ინტერესებს არ ატარებენ.