მოახერხებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატებზე შეჯერებას, ისევ გაურკვეველია, ცნობილია, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კანდიდატის დასახელებას უახლოეს პერიოდში აანონსებენ. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი კი კვლავ ბოიკოტშია და აქციებისთვის ემზადება. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.