არჩევნები 2025 – ოპოზიციის გეგმა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება კახა კალაძის კონკურენტი. თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე გახარია-ხაზარაძის ალიანსი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა. პარტიებში ამბობენ, რომ კონსულტაციები აქტიურად გრძელდება. სანამ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთიან კანდიდატზე მსჯელობენ, დანარჩენი ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის ძიებაშია. მმართველ გუნდში კი კალაძის კონკურენტის ვინაობა არ აინტერესებთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას სწორედ თავად მოიპოვებენ.