არჩევნები 2025 – ოპოზიციის გეგმა
ვინ იქნება ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი თბილისში და მოხერხდება თუ არა ერთ პოზიციაზე შეჯერება – კონსულტაციები „ლელოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ისევ გრძელდება. ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ, საზოგადოებას საუკეთესო კანდიდატი რომ შესთავაზონ. სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს ალეკო ელისაშვილზე, გიორგი შარაშიძესა და მერაბ სეფაშვილზე. მათი თქმით, საერთო კანდიდატის წარსადგენად ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტშია და საერთო კანდიდატზე საუბარს აზრს მოკლებულს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ კი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.