პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ქედასა და შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატები წარუდგინა. ქედაში მმართველი გუნდის სახელით მამუკა თურმანიძე იბრძოლებს, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო სექტორში არაერთ პოზიციას იკავებდა. შუახევში კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი, ომარ ტაკიძე იქნება. ის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს.