4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი. პარტია „გირჩმა“ ამ პოსტზე შესაძლოა იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინოს. პარტიაში პრაიმერიზი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ორშაბათს გაირკვევა, ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა – იაგო ხვიჩიამ თუ სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობს პრაიმერიზში, თუმცა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იაგო ხვიჩია ლიდერობს. „ლელო“ და „გახარია საქართველოსათვის“ ფიქრობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ის კახა კალაძეს უალტერნატივოდ მიიჩნევს, რომელმაც ბოლო წლებში გაკეთებული საქმეებით დაამტკიცა, რომ უპირობო ლიდერია.