არჩევნები 2025 - კანდიდატების წარდგენა რეგიონებში

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა. ის ამ თანამდებობას 2018-2024 წლებში იკავებდა. 2024 წლიდან დღემდე კი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.