„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ პირობებზე საუბრობს. გრიგოლ გეგელია წყალტუბოში იმყოფება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“. გეგელიას ინფორმაციით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, კურორტზე ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდა და ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, დანგრეულია უნიკალური შენობები, რომელიც კულტურულ ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.