არჩევნები 2025 – ფოთის მერის შეხვედრა ამომრჩეველთან

15:09, 30.08.2025

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე კუნძულის უბანში კაცაძის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – სანდრო ქუშაშვილი, ნიკა იზორია და შოთა გაბუნია წარუდგინა. ფოთში, კუნძულის უბანში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კაცაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გრძელდება მუშაობა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარებაზე. ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივებს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი