„ლელოს“ ლიდერები საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ალეკო ელისაშვილი დღეს გლდანში იმყოფებოდა და ახმეტელის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, კახა კალაძე 2022 წელს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელი ექნებოდა, თუმცა, სამუშაობი დღემდე არ დაწყებულა. ელისაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელება მგზავრთა გადაადგილებას გაამარტივებდა.