არჩევნები 2024 – პარტიების საარჩევნო კამპანია
საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. პოლიტიკური პარტიები და კოალიციები კი საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ხვდებიან მოსახლეობას როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქის მასშტაბით. ჟღერდება პოლიტიკური გეგმები და დაპირებები. მე-11 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურ სუბიექტებს წელს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.