არჩევნები 2021 - ვითარება მარნეულში

ხმაური იყო მარნეულში, 52-ე უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ ინფორმაციით აგიტატორებს შორის მოხდა დაპირისპირება, ერთმა პირმა მეორე პირს მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. გარდა ამისა მანამდე ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.