არჩევნები 2021 - პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

„დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს არჩევნებია, როდესაც ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გაირღვეს და დაიწყოს ქვეყნის მშვიდობიანი ცვლილებები.