არჩევნები 2021 – ინტერვიუ გიორგი კალანდარიშვილთან

18:45, 29.10.2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე 14 საათზე ნაკლები დრო რჩება.

მოქალაქეები, მერებს, ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩეველს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი რვა უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომელიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2 088 722-ს.

არჩევნების თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა უპასუხა.

მსგავსი