არჩევნები 2021 - განცხადებები „ქართული ოცნების“ ოფისში

რა ხდება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც პარტიის ლიდერები ხელისუფლების პირველ პირებთან, მთავრობის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილები.

ჯერ კიდევ უბნების დახურვამდე მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი უპირატესობით იმარჯვებდნენ.