არჩევნები 2021 - ელექტრონული უბნის დახურვა

წლევანდელი არჩევნების სიახლეა ხმების ელექტრონული მთვლელი.

ახალ ტექნოლოგიას საპილოტე რეჟიმში დღეს მხოლოდ კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში კრწანისში არჩევნების წინასწარი ელექტრონული შედეგები უკვე ცნობილია. თუმცა, სამ უბანზე სპეციალური ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი დაზიანდა, რის გამოც მითითებულ უბნებზე კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა.