არჩევნები 2020 - საერთაშორისო გამოხმაურება

წინასწარ შეფასებებში საერთაშორისო დამკვირვებლების გზავნილი ერთია: 31 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცესი თავისუფალი იყო. ყველაზე წარმომადგენლობითი, ანუ ეუთო/ოდირის მისია მიუთითებს დარღვევებზეც, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსყიდვის მცდელობებზე, უბნებთან კოორდინატორების მობილიზებაზე, ასევე კამპანიის დაფინანსების წესზე. ანალოგიური გზავნილები იკითხება ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც, სადაც იქვე ხაზგასმულია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. საერთაშორისო მისიები ხელისუფლებას მეორე ტურში მითითებული დარღვევებისა და ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებენ. უცხოელი დამკვირვებლები ოპოზიციის გადაწყვეტილებასაც ეხმაურებიან და საარჩევნო დავების ფონზე ამ ნაბიჯს ნაადრევად მიიჩნევენ.