არჩევნები 2020 - პოლიტიკური გზავნილები

პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის წინასაარჩევნო პროგნოზებმა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი იმდენად გააღიზიანა, რომ ირმა ინაშვილი ხელისუფლებას რევოლუციის მოწყობით დაემუქრა.

საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა „ქართული ოცნების” 60%-იანი მხარდაჭერა არ გამორიცხა, ჯამში 20%-ით მეორე ადგილზე გასვლა კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ უწინასწარმეტყველა.

სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებზე და შესაძლო კოალიციაზე საუბრის დროს კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსი“ იმ პოლიტიკურ ძალებს შორის დაასახელა, რომლებთანაც მმართველი გუნდი თანამშრომლობას გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი