არჩევნები 2020 - პარტიების საარჩევნო კამპანია

საპარლამენტო არჩევნებამდე თვე-ნახევარზე ნაკლები რჩება. საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე აქტიურ ფაზაში შედიან. ისინი მოსახლეობას ხვდებიან და ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას აცნობენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი 47 არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში მონაწილეობას 58 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს.

საარჩევნო სუბიექტების დღევანდელი აქტივობების შესახებ მანანა დევაძე მოგვიყვება.