არჩევნები 2020 - პარტიების ქცევის კოდექსი 

დოკუმენტი, რომელიც ამჯერად მთელ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს.

მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მზაობა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ დღეს ხელმოწერებით დაადასტურა. ეს არის ცესკო-ს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული პარტიათა ქცევის კოდექსი, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სუბიექტებს ეთიკის ნორმებს უწესებს და რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ახსენებს. მათ შორისაა თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა, საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობა, უარი ამომრჩევლებზე ზეწოლა-ძალადობაზე და ოპონენტთა მიმართ დეზინფორმაციის კამპანიის წარმართვაზე. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ხელმოწერები ცალ-ცალკე განახორციელა, რის გამოც ერთი კოდექსის ორი ასლი არსებობს.