არჩევნები 2020 - ოპოზიციური პარტიების განცხადებები

არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ლიდერების განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიზანმიმართულად დააგვიანა საარჩევნო ოქმების გამოქვეყნება, რათა მათში არსებული დისბალანსი, სხვაობა, ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და რეალურად არსებულ ბიულეტენებს შორის დაემალა და შეეცვალა.

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ოპოზიცის ლიდერებს თეონა მანაგაძე ესაუბრა.