#არჩევნები2020 - მეორე ტური

ბათუმის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან გავრცელდა ორი ბიულეტენის ფოტო, სადაც დატოვებულია შემდეგი შინაარსის წარწერა: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა“. მმართველი გუნდი ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს. ჯერ კიდევ ამ ფოტოების გავრცელებამდე, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი ლიდერების მითითებითა და არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით, ბიულეტენებზე მსგავსი შინაარსის მინაწერების დაფიქსირებას გეგმავდა.