2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. ამით 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება, რაც თავის მხრივ კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ რეგულაციებს ითვალისწინებს.

რა იცვლება პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ და როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით? – ნოდარ ჩაჩუა გაგვარკვევს წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებში.