არჩევნები 2019

არჩევნების მოახლოების  პარალელურად კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი პოტენციურ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას აცნობებენ და პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ.

მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ასევე  პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.