არჩევნები 2019 - საარჩევნო პროცესი რეგიონებში

ზუგდიდის გარდა დღის განმავლობაში ხმაური იყო მარნეულშიც. რამდენიმე უბანზე სამართალდამცავების გამოძახებაც გახდა საჭირო. ზუგდიდის შემდეგ სწორედ მარნეულში დაიწერა ყველაზე მეტი საჩივარი. საჩივრების დიდი ნაწილი უბნებზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და საარჩევნო სიებს უკავშირდება.

რამდენიმე უბნიდან დღეს დამკვირვებლები იძულებით გაიყვანეს. საარჩევნო პროცესს დაკავების და ინციდენტების გარეშე არც ხულოსა და ზესტაფონში ჩაუვლია.