არჩევნები 2019 - ოპოზიციის განცხადება

მთაწმინდის საარჩევნო უბანზე დილიდან მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც ხმა მეხუთე საარჩევნო უბანზე მისცა. მან აღნიშნა, რომ არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.

საკუთარი არჩევანი გამოხატა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

მთაწმინდის ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.