არჩევნები 2019 ხულოში

ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა დღეს ხულოში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

ხმის მიცემის პროცედურამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან არაერთი ბრალდება ისმოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხულოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევებზე მიუთითებენ.