არჩევნები 2019 ახმეტაში

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა ახმეტაში.

ადგილობრივებს არჩევანი მაჟორიტარობის 11 კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.

მუნიციპალიტეტში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურამ ხმაურის და დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა.