არჩევნები 2018

საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოპოზიციურ გაერთიანებას, საარჩევნო უბნებზე, ერთის ნაცვლად რამდენიმე წარმომადგენელი ეყოლება. მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია” ახალი სქემა მოიფიქრა, რომელსაც კანონი არ კრძალავს, შესაბამისად დასაშვებია. იგულისხმება არჩევნებზე ფორმალური, ე.წ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატების დარეგისტრირება, რაც მათ საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლების რაოდენობასთან ერთად სარეკლამო დროსაც უზრდის. ოპოზიციის ახალ სტრატეგიაში მესამე სექტორი საარჩევნო მანიპულაციის ნიშნებს ხედავს.