როგორ მიმდინარეობს არჩევნები 2018

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა – ეს ორი მთავარი მიმართულებაა, რომლებზეც თბილისსა და რეგიონებში დამკვირვებლები საუბრობენ.

ხმაური იყო ქუთაისსა და ბათუმში. კამათი მოჰყვა მარკირების პროცესს დედაქალაქში, კონკრეტულად კი, დიდუბის რაიონში. ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა, უბანზე შესვლის უფლება არ მისცეს.