„არჩევანი სამშობლოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიტიკური მოძრაობა „არჩევანი სამშობლოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს. პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, წერილით მიმართა, სადაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გახსნას ითხოვს. ლელა გულედანის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ექვს თვეზე მეტია, ენგურის ხიდი ჩაკეტილია და ეს ადგილობრივ მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნის. ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გალიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის გაუქმდეს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი.