„არჩევანი სამშობლოსთვის“ განცხადება

საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სრულყოფილი იურიდიული მომსახურების არარსებობაზე საუბრობს პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“ ლიდერი.

ლელა გულედანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დევნილებისთვის იურიდიული სამსახურის შექმნას გეგმავს. მისი განცხადებით, ადვოკატები უფასოდ მოემსახურებიან დევნილებს და დაეხმარებიან ყველა სამართლებრივი დავის მოგვარებაში.