ყურძენთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლსაც ასუბსიდირებს. ვიზუალური დეფექტის მქონე ერთ კილოგრამ ხილში სახელმწიფო ათ თეთრს გადაიხდის. ქვეყნის მასშტაბით, უკვე შერჩეულია ის 20 საწარმოც, სადაც ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას შეძლებენ. პროცესი 8 სექტემბრიდან დაიწყება.
სუბსიდირების მიზანი გლეხების დახმარება და მოსავლის დანაკარგების გარეშე რეალიზაციაა. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან უკვე ხუთი მილიონი დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული.