არასრულწლოვნის გატაცების საქმე

მარნეულში მოტაცებული არასრულწლოვნის მამა, ბრალდებულის ოჯახთან მოლაპარაკებას გამორიცხავს.  ის ამბობს, რომ თავისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს და სურვილებს იცავს, რომელსაც გათხოვება არ უნდა. დღეს მარნეულის პოლიციაში არასრულწლოვანი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. პროცესს მონიტორინგს სახალხო დამცველის ოფისი უწევს. არასრულწლოვანის ოჯახს დახმარებას სთავაზობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ ოჯახს უკვე დაუკავშირდა და იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა.

დატოვე კომენტარი