არასრულწლოვნების ტრეფიკინგი და პორნოგრაფია

გახსნილად ცხადდება მძიმე დანაშაულებრივი სქემა, რომლის მსხვერპლი 10-მდე მოზარდი გოგონა გახდა.

საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს ქართველი არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ სქემაში მსხვერპლი ბავშვების მშობლებიც იყვნენ ჩართულები და სწორედ მათი თანხმობით ხდებოდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების გადაღება. ჩხრეკა უკვე ჩატარდა იმ ბინაში, სადაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბავშვებს ფოტოებს უღებდნენ და უცხოეთში გასაყიდად პორნოგრაფიულ მასალებს ამზადებდნენ, სანაცვლოდ კი მოზარდების მშობლები თანხას იღებდნენ. ირკვევა, რომ მსხვერპლთა ნაწილი იმ სოფლიდანაა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული უცხოელი მასწავლებლად მუშაობდა. რეზონანსულ საქმეში ფიგურირებს ფოტო და ვიდეო-მასალები, რომლებიც უკვე ამოღებულია.

საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულებრივი სქემის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკელი და ავსტრალიელი კოლეგებიც ეხმარებოდნენ.