ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივები ხმაურიანი განხილვის მიზეზი იყო დღეს პარლამენტში.
საგამოძიებო კომისიის წევრი უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების ინიციატივა და კიდევ ერთი პირის დაჭრაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მათივე თქმით, ოპოზიცია საკითხს პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
ასევე, უმრავლესობის წარმომადგენლები უარყოფითად შეხვდნენ სხდომაზე ზვიად კუპრავას დაბარებას. სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციები გამოძიების დასრულებამდეც გასცეს.
საპარლამენტო უმცირესობამ მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და პროკურატურის ადვოკატირებაში დაადანაშაულა.