არასრულწლოვნების საქმეზე გამომძიებლები დაიკითხნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხნენ.

დახურულ სასამართლო სხდომაზე ოთხ გამომძიებელს მოუსმინეს, რომლებმაც ამ საქმის ფარგლებში სხვადასხვა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე პატიმრობა არ არის გამოყენებული. ცოტა ხნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე, გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ. დაცვის მხარე მ.კ დაკითხვას ითხოვს, თუმცა როდის მოხდება ეს, პროკურორს არ დაუკონკრეტებია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურა საქმის განხილვას აჭიანურებს.