ახალი გარემოება ჩნდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეში.
ერთ-ერთი მთავარი მოწმე ჩვენებას ცვლის. საუბარია იმ არასრულწლოვანზე, რომელმაც 1 დეკემბერს დეიდაშვილს პარალელურ კლასელებთან კონფლიქტის შესახებ აცნობა და დახმარების თხოვნით მიმართა. სამი თვის შემდეგ მოწმე იმ პირს ასახელებს, რომელმაც, მისი მტკიცებით, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთ არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ გაკეთებული განცხადებები თეონა ხუბულავამ მოისმინა.