არასრულწლოვნების საქმე

სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგა არასრულწლოვანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაიჭრა.

პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობების ერთ-ერთი მთავარი მოწმე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე და დანაშაულში ბრალდებულთა მეგობარია. დახურულ სხდომაზე მოწმეს დაჭრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა არსებობს მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა. ჯერ კიდევ დეკემბერში გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში არასრულწლოვანი რამდენიმე საინტერესო გარემოებას იხსენებს.