არასრულწლოვნების საქმე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა.

ის საქმის ე.წ. პირდაპირი მოწმეა. მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ეს ის არასრულწლოვანია, რომელმაც კონფლიქტის დროს ასევე მიიღო დაზიანება. ადვოკატების განმარტებით, მან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება შეცვალა. მოწმე დღეს პროკურატურამ დაკითხა, შემდეგ სხდომაზე, რომელიც 30 მარტს არის ჩანიშნული, მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე გააგრძელებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. ბრალად მათ წინასწარ შეცნობით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ.