არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმე

ათი მშობელი და ერთიც პედაგოგი – არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე დაკავებულების პროცესი გრძელდება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში, უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს. მთავარი დაინტერესება კი ფულადი ანაზღაურება იყო. ადვოკატი დაკავებულების უდანაშაულობაზე მიუთითებს.

ხათუნა გაგნიძე მუშაობს დილიდან სასამართლოში და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს – ხომ დასრულდა უკვე პროცესი და რა განცხადებები კეთდება მხარეების მხრიდან?