არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დაკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დაკითხვა დასრულდა. ის საქალაქო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში იკითხებოდა.

მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ბრალდების მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ნიკოლეიშვილი საქმეში ახალი მტკიცებულების – მაკრატლის შესახებ საუბრობს, რაზეც პროკურატურა პასუხობს, რომ აღნიშნული ნივთი არ იყო დაჭრის იარაღი და ეს მაკრატელი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების ექიმებს დარჩათ.

საქალაქო სასამართლოში დაცვის მიერ წარმოდგენილ მოწმე კრიმინალისტსაც კითხავენ.